ხილის დნმ

კატეგორია: ბიოლოგია
ოდესმე გიფიქრია, თუ როგორ იღებენ მეცნიერები სხვადასხვა ორგანიზმიდან დნმ-ს? ყოველ ცოცხალ ორგანიზმს აქვს დნმ, დეზოქსირიბონუკლეინის მჟავა, რომელიც განაპირობებს ორგანიზმში მიმდინარე ყველა პროცესს. არ აქვს მნიშვნელობა, ადამიანი ხარ, თაგვი, პომიდორი თუ ბაქტერია, შენს ყოველ უჯრედში ყოველთვის იქნება დნმ. თუ გინდა, რომ ნახო როგორია უჯრედში მოქცეული მცირე, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ნაერთი, ჩაატარე ეს ექსპერიმენტი სახლში და გაიგე მეტი მისი აგებულების და თვისებების შესახებ.

ინგრედიენტები

    ინგრედიენტები

  • საზომი ჭიქა
  • საზომი კოვზი
  • მარილი
  • წყალი
  • სარეცხი სითხე
  • ჭიქა ან პატარა ჯამი
  • მარლა
  • ძაბრი
  • მაღალი ჭიქა
  • სამი ცალი მარწყვი, კივი, ბანანი ან სხვა ხილი, რომელსაც მარტივად დაჭყლეტ.
  • პოლიეთილენის პარკი (შესაკრავიანი უკეთესი იქნება)
  • სპირტი (სჯობს გამოიყენო მაღალგრადუსიანი სპირტი, რომლის ყიდვა მაღაზიაში შეგიძლია(70%-91%))
  • კბილის ჩხირი

რას ვაკეთებთ

  • ექსპერიმენტის დაწყებამდე, კარგად გააცივე მაცივარში სპირტი. პატარა ჯამში ან ჭიქაში შეურიე ერთი ჩაის კოვზი მარილი, ⅓ ჭიქა წყალი და ერთი სუფრის კოვზი სარეცხი საშუალება

    1
  • ჩადე ბანანი (ან ნებისმიერი ხილი, რომელსაც იყინებ) პოლიეთილენის პარკში და კარგად დაჭყლიტე

    2
  • ძაბრში ჩააფინე მარლა ისე, რომ ის სრულად დაფარო. ჩადე ძაბრი მაღალ ჭიქაში

    3
  • ხილიან პარკში დაამატე სამი სუფრის კოვზი პირველ ნაბიჯში გაკეთებული სითხე და კარგად აურიე

    4
  • პოლიეთილენის პარკში მომზადებული სითხე გადმოასხი მაღალ ჭიქაში იმ ძაბრის გამოყენებით, რომელშიც მარლა ჩააფინე, და გაფილტრე ის. მარლაზე უნდა დაგრჩეს მხოლოდ მყარი ნარჩენი, სითხე კი ჭიქაში უნდა აღმოჩნდეს.

    5
  • მიღებული სითხე მაღალი ჭიქიდან პატარა ჯამში გადაასხი. ცოტა შეანჯღრიე ჯამი და ჩაასხი მასში სპირტი ნელ-ნელა ისე, რომ მან დაფაროს ბანანის ნარევი 1 სანტიმეტრით. არ აურიო სპირტი და ხილის ნარევი ერთმანეთს.

    6
  • შენ უნდა დაინახო დნმ ჯამში. ბანანის დნმ არის ჟელატინისნაირი, თეთრი, ბლანტი ნივთიერება. ის შეგიძლია, ამოიღო ჯამიდან კბილის ჩხირით და დააკვირდე. იგივე შეგიძლია გააკეთო ნებისმიერ სხვა ხილზე ან ბოსტნეულზე. თუ გინდა, ნახო, როგორია შენი დნმ, ჩაატარე იგივე ექსპერიმენტი შენს ნერწყვზე.

    7

აღწერა

დნმ-ის უჯრედიდან გამოსაყოფად მეცნიერები, ძირითადად, მაღალ ბიოტექნოლოგიურ დანადგარებს იყენებენ. დნმ-ის გამოყოფის დროს გამხსნელი საშუალება ხსნის უჯრედს და დნმ გადმოდის სითხეში. დამატებული სპირტი კი მას აიძულებს, გამოილექოს. ამ ექსპერიმენტისთვის ჩვენ გამოვიყენეთ ბანანი, რადან მას აქვს 8 წყვილი გენომი ერთ უჯრედში, მაშინ როდესაც, სხვა ხილს, ძირითადად, თითო უჯრედში ერთი აქვს.

დნმ-ის უჯრედიდან გამოძევება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მისგან მეცნიერებს შეუძლიათ, გააკეთონ ახალი მედიკამენტები ან შეცვალონ დნმ ისე, რომ  ის მეტად გამძლე და უსაფრთხო გახდეს.

როდესაც მარწყვს დაამატე მარილი და სარეცხი საშუალება, ისინი დაეხმარნენ ბანანის უჯრედებს, გახსნილიყვნენ და გამოედევნათ დნმ ხსნარში. მარილმა კი ხელი შეუწყო დნმ-ს ისე დალაგებულიყო, რომ შენ მარტივად დაგენახა ისინი. სპირტმა გამოლექა ის.  დნმ-ის მხოლოდ ერთი ჯაჭვი დასანახად ძალიან რთულია, მაგრამ ამ ექსპერიმენტით  დნმ-ის ბევრი ჯაჭვის დანახვის საშუალება გაქვს.