ვულკანის მბრძანებელი

კატეგორია: ქიმია
რატომ ამოიფრქვა ვულკანი? ზოგადად, ვულკანები წარმოიქმნება ათასწლეულების განმავლობაში დაგროვებული სითბოს წნევის შედეგად. სახლში ამ პირობების მოწყობა ძალიან რთულია, მაგრამ ეს ექსპერიმენტი დაგანახებს მარტივ მექნიზმს, თუ როგორ ამოიფრქვევა ნამდვილი ვულკანი და შენ შეძლებ გახდე ვულკანის მბრძანებელი.

ინგრედიენტები

    ინგრედიენტები

  • ამ ექსპერიმენტისთვის დაგჭირდება ვულკანი. მისი გაკეთება შეგიძლია პლასტელინისგან, თიხისგან, ანდაც ტალახისგან .
  • ძველი აპარატის 35 მმ-იანი ფირის ჩასადები, ანდაც პატარა წამლის კონტეინერი. (0.5 ლ-იანი პლასმასის ბოთლის გადაჭრილი ნაწილი.)
  • წითელი ან ყვითელი საჭმლის საღებავი.(არ არის აუცილებელი)
  • ძმარი
  • ჭურჭლის სარეცხი სითხე
  • სოდა

რას ვაკეთებთ

  • გააკეთე ვულკანი პლასტელინისგან, თიხისგან, ან ტალახისგან.

    1
  • პატარა კონტეინერი მოათავსე შენი გაკეთებული ვულკანის კრატერში, ვულკანის ცენტრის პატარა ჩაღრმავებაში.

    2
  • ჩაყარე კრატერში მოთავსებულ კონტეინერში ორი ჩაის კოვზი სოდა.

    3
  • დაამატე ერთი კოვზი სარეცხი საშუალება.

    4
  • დაამატე ორი კოვზი ძმარი კონტეინერში და მოემზადე: მალე შენი ვულკანი ამოიფრქვევა!!!

    5

აღწერა

რატომ ამოიფრქვა შენი ვულკანი? ეს იმ ნივთიერებების ბრალია, რომელიც შენ ერთმანეთში გაურიე.

სოდას აქვს ფუძეს ბუნება, ძმარი კი არის მჟავა. როდესაც ისინი ურთიერთქმედებენ, წარმოქმნიან ნახშირმჟავას, რომელიც არის ძალიან არასტაბილური და იშლება წარმოქმნისთანავე წყლად და ნახშირორჟანგად. ამ დაშლის შედეგად კი წარმოიქმნება უამრავი აირის ბუშტი, რომელიც შუშხუნებს და ამოიფრქვევა შენი ვულკანიდან. სწორედ ამ მარტივმა ქიმიურმა რეაქციამ განაპირობა ვულკანიდან ლავის ამოფრქვევა.