უჩინარი მელანი

კატეგორია: ქიმია

საჭიროებს მშობლის მეთვალყურეობას!

გიფიქრია თუ როგორ გადასცემენ საიდუმლო წერილებს ერთმანეთს ჯაშუშები და აგენტები? უჩინარი მელანი - მიუხედავად იმისა რომ რთულად ჟღერს - შენ შეგიძლია ის შენით შექმნა და საიდუმლო ინფორმაცია გადასცე მხოლოდ ლიმონის წვენის გამოყენებით. ჯორჯ ვაშინგტონის არმია სწორედ ამ პრინციპს იყენებდა წერილების გასაცემად ამერიკის რევოლუციის დროს.

ინგრედიენტები

    ინგრედიენტები

  • ნახევარი ლიმონი
  • პატარა ჯამი
  • კოვზი
  • თეთრი ქაღალდი
  • ყურის ჩხირები
  • ასანთი ან ლამპა რომელიც გამოსცემს ბევრ სითბოს

რას ვაკეთებთ

  • გამოწურე ლიმნის წვენი პატარა ჯამში. დაამატე წყალი და აურიე კოვზით

    1
  • მოიფიქრე საიდუმლო მესიჯი რომლის გადაცემაც გინდა ვინმესთვის. თუ გინდა შენი წერილი კიდევ უფრო საიდუმლო გახდეს, დაწერე შენ საიდუმლო წერილს ზევიდან სხვა რამე ან დახატე სურათი რათა შენი უჩინარი მელანი კიდევ უფრო შენიღბო. ჩააწე ლიმონის წვენის და წყლის ნარევში ყურის ჩხირი და ამ სველი ჩხირით დაწერე შენი საიდუმლო წერილი ფურცელზე.

    2
  • აცადე ფურცელს გაშრობა. სანამ გაშრობას ელოდები აანთე ლამპა, რათა გაცხელდეს ან მოამზადე ასანთი. როცა ფურცელი გაშრება მიიტანე ის ახლოს ნათურასთან ისე რომ ცეცხლი არ გაუჩნდეს, ან აანთე ასანთი და შეუშვირე შენ ქაღალდს ქვევიდან ისე რომ არ წაეკიდოს ცეცხლი და უბრალოდ შეუცვალოს ფერი.

    3
  • შეამჩნევ, რომ გაცხელებისას შენი საიდუმლო წერილის ფერი ნელ-ნელა გამუქდება და ყავისფერი გახდება და შენი ნაწერიც გამოჩნდა. სცადე ეს ექსპერიმენტი სხვა მჟავურ ხსნარებზე როგორიცაა ვაშლის წვენი ან ძმარი. რომელია უკეთესი საიდუმლო წერილის გადასაცემად?

    4

აღწერა

ლიმნის წვენი, ისევე როგორც სხვა ხილის წვენი, შეიცავს ნახშირბადის ნაერთებს. ეს ნივთიერებები ოთახის ტემპერატურაზე უჩინარები არიან, მაგრამ სითბოს შეუძლია დაშალოს ეს ნივთიერებები და გაათავისუფლოს ნახშირბადი. თუ ნახშირბადი ჰაერს შეხვდება, იწყება დაჟანგვის პროცესი და ნივთიერება გადაიქცევა ღია ან მუქ ყავისფრად. სწორედ ნახშირბადის ნარევების ამ თვისების გამოყენებით დაწერე შენი საიდუმლო წერილი.