შენი იდუმალი ბაღი

კატეგორია: ბიოლოგია
დამერწმუნე შენი ბაღი საიდუმლოებებითაა მოცული. ვერც კი წარმოიდგენ თუ რამდენი სახეობის მწერი, მცენარე თუ ორგანიზმი ბინადრობს მიწის ძალიან პატარა ნაწილზეც კი. შენ ამ ექსპერიმენტით შეგეძლება უკეთ შეიცნო შენ ბაღში შეუმჩნევლად მოარსებე პატარა ორგანიზმები.

ინგრედიენტები

    ინგრედიენტები

  • ფურცელი
  • ფანქარი ან კალამი
  • გამადიდებელი მინა (არ არის სავალდებულო)
  • დასაკვირვებელი ტერიტორია
  • ფოტოაპარატი (არ არის სავალდებულო)

რას ვაკეთებთ

  • პირველ რიგში უნდა აირჩიო შენი დასაკვირვებელი ტერიტორია. ეს უნდა იყოს ადგილი, რომელიც მოგწონს და თვლი, რომ იპოვი იქ ბევრ ორგანიზმს. ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი ადგილი: უკანა ეზო, პარკი, ლამაზად გაშენებული ბაღი, ტბა თუ პატარა წყარო.

    1
  • წაიღე ფურცელი და კალამი ამორჩეულ ადგილზე, გამადიდებელ მინასთან და კამერასთან ერთად. ჯერ აირჩიე გამოსაკვლევად პატარა რეგიონი მაგ.: ფოთლების პატარა გროვა, ქვები ან ძველი ხის მორი. ეს ყველა არის მიკროჰაბიტატი - მცირე საცხოვრებელი არე სხვადასხვა ორგანიზმისთვის.

    2
  • ფრთხილად მოძებნე მიკროჰაბიტატში სხვადასხვა ორგანიზმები. გადააბრუნე პატარა ქვები და ამოაბრუნე ხის მორები. ფურცელზე ჩამოწერე რა ტიპის ცხოველებს ხედავ. იქ შეიძლება დაგხვდნენ ობობები, ჭიანჭველები ან ჩიტები. ჩაინიშნე როგორი საცხოვრებელი აქვთ მათ? სველი თუ მშრალი? რა არის იქ ქვები თუ მცენარეები?

    3
  • გადაინაცვლე სხვა მიკროჰაბიტატზე და ისიც გამოიკვლიე მსგავსად. ჩაინიშნე საცხოვრებლის თვისებები რასაც შეამჩნევ. როგორ გამოიყურებიან იქ მცხოვრები ცხოველები? არიან თუ არა ისინი განსხვავებულნი იმისგან რაც უკვე ნახე?

    4
  • გამოიკვლიე კიდევ რამდენიმე მიკროჰაბიტატი და ჩაინიშნე ყველა თვისება. შემდგომ კი შეადარე შენი შედეგები. აიღე ორი ძალიან განსხვავებული ჰაბიტატი მაგ. მზიანი და ჩრდილიანი, მშრალი და ნესტიანი. რა შედეგებს მიიღებ? შეადარე ერთმანეთს ისინი სხვადასხვა ცხოველების საცხოვრებლის მიხედვით. რომელი ცხოველ სად ურჩევნია ცხოვრება? როდესაც გამოკვლევებს დაასრულებ დაალაგე შენ მიერ აღმოჩენილი ცხოველები სახეობის და საცხოვრებლის მიხედვით. შეგიძლია შეისწავლო კიდევ სხვა ადგილები და შედეგები შეაჯამო. დაალაგო სახეობებად და ცხოველის ტიპებად.

    5

აღწერა

ცხოველების ტიპები რაც ჩაინიშნე, განსხვავდებიან ადგილის მიხედვით. შენი ეზოს ბიომრავალფეროვნებაც ემყარება მოცემულ ტერიტორიაზე სხვადასხვა ტიპის ჰაბიტატის არსებობას. სწორედ ეს განაპირობებს რამდენად საინტერესო იქნება შესასწავლად სხვადასხვა ტერიტორია.