ღრუბელი ქილაში

კატეგორია: ფიზიკა
გაინტერესებს როგორ წარმოიქმნებიან ღრუბლები? გინდა შენით გააკეთო ღრუბელი? მაშინ სცადე ეს ექსპერიმენტი და გაიგე მეტი ღრუბლებზე.

ინგრედიენტები

    ინგრედიენტები

  • 1 თავსახურიანი ქილა
  • 50მლ ადუღებული წყალი
  • აეროზოლი (თმის სპრეი, დეოდორანტი ან ნებისმიერი სხვა)
  • ყინული

რას ვაკეთებთ

  • აადუღე წყალი ჩაიდანში. ადუღებული წყალი ჩაასხი ქილაში. ბოლომდე არ აავსო ქილა

    1
  • ამოატრიალე ქილის თავსახური და დადე მასზე ბევრი ყინული. დაადე ის ზევიდან ქილას რამდენიმე წამით

    2
  • ცოტათი აწიე და მასში სწრაფად ჩაასხურე აეროზოლი. ყინულიანი თავსახური ისევ ზევიდან დაადე

    3
  • დააკვირდი ქილაში წარმოიქმნილ ღრუბელს. როდესაც შეამჩნევ, რომ საბოლოოდ ჩამოყალიბდა, მოხსენი თავსახური და ნახე როგორ ამოდის ღრუბელი

    4

აღწერა

როდესაც ცხელი წყალი ჩაასხი ქილაში, შენ შექმენი თბილი და ტენიანი ჰაერი. ის გაგრილდა ყინულით, რომელიც ქილას დაადე ზევიდან. აირის გაციების შემდეგ, წყალს კვლავ სითხედ გადაქცევა უნდოდა, მაგრამ აეროზოლის ჩასხმით ეს პროცესი შეჩერდა და წარმოიქმნა ღრუბელი.