როტო კოპტერი

კატეგორია: ინჟინერია
როგორ მუშაობს ვერტმფრენი? რატომ ტრიალებს მისი ფრთები? გააკეთე შენი ვერტმფრენი, გაიგე მეტი თუ როგორ მუშაობს ის და შეეჯიბრე მეგობრებს.

ინგრედიენტები

    ინგრედიენტები

  • როტო კოპტერის ნახაზი (http://bit.ly/2j3Fs8W)
  • ფანქარი
  • მაკრატელი
  • ქაღალდის სამაგრი (სკრეპი)
  • ფერადი ფანქრები ან ფლომასტერები (არ არის სავალდებულო)
  • გაზეთი (არ არის სავალდებულო)
  • საშუალო ზომის ჯამი (არ არის სავალდებულო)

რას ვაკეთებთ

  • ამობეჭდე როტო კოპტერის ნახაზი წინასწარ(http://bit.ly/2j3Fs8W). გაკეცე წერტილებიან მონაკვეთზე ხოლო სქელი ხაზების გასწვრივ კი გაჭერი. გამოჭერი ორივე ზომის როტო კოპტერი და ნახე რომელი იფრენს უკეთ პატარა თუ დიდი?

    1
  • მოკეცე მხარე რომელსაც აწერია A შენკენ. B კი საწინააღმდეგო მხარეს.

    2
  • მოხარე C და D ისე, რომ გადაფარონ ერთმანეთი.

    3
  • მოკეცე ქვედა მხარე და გაუკეთე ქაღალდის სამაგრი.

    4
  • ხელში დაიჭირე როტო კოპტერი ქაღალდის სამაგრით. გაისროლე ის რაც შეიძლება დიდი ძალით და რაც შეგიძლია შორს. დაჭრამდე შეგიძლია შენი ვერტმფრენი გააფერადო სხვადასხვა ფრად და შენი ვერტმფრენი კიდევ უფრო გალამაზდება.

    5

აღწერა

შეეჯიბრე შენს მეგობრებს!
გაზეთზე ან დიდ ფურცელზე დახატე სამიზნე. მის ცენტრში დახაზე დიდი წერტილი და მასზე დადგი საშუალო ზომის ჯამი. ჯამში ვერტმფრენის ჩაგდებისთვის შენ მიიღებ 3 ქულას, 2 ქულას მიიღებ მაშინ თუ გაზეთის წრის შიგნით მოახვედრებ შენ კოპტერს, და მხოლოდ ერთი ქულა თუ მას უბრალოდ გაზეთს მოახვედრებ.  

რა ხდება?

რატომ ტრიალებს როტო-კოპტერი? როდესაც შენი კოპტერი ეცემა დაბლა, ჰაერს ის მიაქვს ზევით და ცოტათი ხრის მის ფრთებს. ის ვერ მიდის გვერდული მიმართულებით, რადგან არის ორი ფრთა რომელზეც ერთი და იგივე ბიძგი მოქმედებს. ორი ერთმანეთის საწინააღმდეგო ბიძგი კი ერთმანეთს ანეიტრალებს და იწვევს შენი სათამაშოს ბზრიალს. დაახლოებით მსგავსად მუშაობს ნამდვილი ვერტმფრენიც.

შემდეგი გასროლისას დააკვირდი მიმართულებას თუ საით ტრიალებს შენი კოპტერი. საათის ისრის მიმართულებით თუ მის საწინააღმდეგოდ? ახლა გადაკეცე A ფრთა შენი საწიინაღმდეგო მიმართულებით ხოლო B ფრთა კი შენკენ. ახლა რას ამჩნევ? საით ბრუნავს შენი ვერტმფრენი?

 

გაიგე მეტი!

იგორ სიკორსკი იყო ადამიანი რომელმაც ააგო პირველი წარმატებული ვერტმფრენი 1930 წლის მიწურულს. მას ვერტმფრენის აგების იდეა გაუჩნდა 500 წლით ადრე ლეონარდო და ვინჩის მიერ დახატული ფრთებიანი თვითმფრინავის ნახაზების ნახვის შემდეგ.