პერისკოპი ცაში

კატეგორია: ინჟინერია
წყალქვეშა ნავებს აქვთ სპეციალური მოწყობილებები, რომლებიც საშუალებას აძლევს მათ დაინახონ თუ რა ხდება მათ ზევით ან ქვევით. ამ მოწყობილობას პერისკოპი ქვია და დღეს შენ ისწავლი თუ როგორ გააკეთო ის.

ინგრედიენტები

    ინგრედიენტები

  • 2 ცალი 1 ლიტრიანი რძის ან წვენის კოლოფი.
  • ორი პატარა ჯიბის სარკე ( ბრტყელი და ოთხკუთხა სარკეები საუკეთესო იქნება)
  • დანა
  • სახაზავი
  • კალამი ან ფანქარი
  • გამჭვირვალე წებოვანი ლენტი

რას ვაკეთებთ

  • მოაჭერით ზედა წაწვეტებული თავი ორივე წვენის კოლოფს დანით.

    1
  • გამოჭერით ოთხკუთხა პატარა ხვრელი კოლოფის ძირთან ისე რომ გვერდებამდე კიდევ დაგრჩეთ მანძილი.

    2
  • გადმოაბრუნე კოლოფი ისე, რომ ის ხვრელი, რომელიც გამოჭერი, მოექცეს შენგან მარჯვნივ. იმ მხარეს კი რომელიც მოექცა ზევით გადაზომე 7 სმ დიაგონალური ხაზი მარჯვენა ქვედა კუთხიდან მარცხენა მხარის მიმართულებით. ახლა კი გაჭერი დანით ეს ხაზი და მოათავსე მასში სარკე. თუ ოდნავ სქელი სარკე გაქვს უბრალოდ გააფართოვე ჭრილი.

    3
  • სარკე ჩაასრიალე კოლოფში ისე რომ მისი ამრეკლი ზედაპირი მოექცეს მარცხნივ გაკეთებული ჭრილისკენ. სარკე დაამაგრე წებოვანი ქაღალდით.

    4
  • მიიტანე კოლოფი თვალებთან და გაიხედე მასში. უნდა ხედავდე ჭერს შენი სარკით. თუ ვერ ხედავ ჭერს გაასწორე სარკე ისე, რომ გამოჩნდეს მასში ჭერი და დაამაგრე ის ისევ წებოთი. გაიმეორე იგივე ნაბიჯები მეორე რძის კოლოფისთვის.

    5
  • ახლა კი ორივე მზა კოლოფი დადე მაგიდაზე. ერთი ისე რომ გვერდზე ამოჭრილი ხვრელი სარკით იყოს შენ მხარეს. ხოლო მეორე კი ამოაბრუნე ისე რომ ხვრელიც და სარკეც აღმოჩნდეს ზევით და უყურებდე მას უკნიდან. ახლა კი ორივე კოლოფის ღია ნაწილი ჩამოაცვი ერთმანეთს. თუ საჭირო გახდა ოდნავ ჩაჭერი კუთხეები, რომ მარტივად ჩასრიალდეს ერთმანეთში (ბოლომდე არ ჩაასრიალო). დაამაგრე ეს კოლოფები წებოვანი ლენტით.

    6
  • შენი პერისკოპი მზადაა! თუ გაიხედავ ქვედა ხვრელში შეგეძლება დაინახო ღობის მიღმა ან შენზე მაღალი კედლის იქით რა ხდება. თუ გაიხედავ ზედა ხვრელში შენ დაინახავ თუ რა ხდება მაგიდის ქვეშ. ხოლო თუ გვერდულად დაიჭერ მას და ისე გაიხედავ, დაინახავ თუ რა ხდება კუთხეებში.

    7

აღწერა

როგორი სარკის გამოყენება შეგიძლია?

თუ არ გაქვს ისეთი სარკე, რომელიც ზუსტად მოერგება რძის კოლოფს არ ინერვიულო.  არ არის აუცილებელი სარკე იდეალურად ერგებოდეს შენ კოლოფს ის შეიძლება იყოს ოდნავ დიდი ან პატარა. თუ შენი სარკე არის მრგვალი მაგალითად კოსმეტიკის სარკე, შეგიძლია ის წინასწარ მიაკრა მუყაოს ქაღალდს და ისე მოათავსო რძის კოლოფებში.

შემიძლია გამოვიყენო სხვა კოლოფი რძის კოლოფის მაგივრად?

როდესაც აკეთებ პერისკოპს, უნდა გაითვალისწინო რომ სარკეები იყვნენ განლაგებულნი 45-გრადუსი კუთხით. თუ გამოიყენებ ოდნავ განიერ რძის კოლოფს მაშინ: გაზომე შენი კოლოფის სიგანე და შემდგომ ეს სიგანე გადაზომე მეორე გვერდზე და მონიშნე. ახლა გაავლე ხაზი შენი მონიშნული წერტილიდან საპირისპირო კუთხემდე და მიიღებ 45 გრადუსიან კუთხეს.

როგორ მუშაობს პერისკოპი?

 

სინათლე ყოველთვის აირეკლება იმ კუთხით სარკიდან რომელიც ეცემა მას. პერისკოპში სინათლე ხვდება სარკეს 45 გრადუსით, აირეკლება ამავე კუთხით და ხვდება ქვედა სარკეს. საბოლოოდ, ეს არეკლილი სინათლე ქვედა სარკიდან ხვდება შენს თვალს და ხედავ თუ რა ხდება ზევით.

შემიძლია გავაკეთო პერისკოპი ძალიან გრძელი კოლოფით?

შეგიძლია გააკეთო პერისკოპი გრძელი კოლოფით, მაგრამ რაც უფრო გრძელია ის მით უფრო მცირე გამოსახულებას გაძლევს. პერისკოპებს ტანკებში და წყალქვეშა ნავებში აქვთ გამადიდებელი ლინზები სარკეებს შორის რათა გამოსახულება გაადიდონ.