ობის ტერარიუმი

კატეგორია: ბიოლოგია
ალბათ შეგიმჩნევია, რამდენიმე დღე ჰაერზე დატოვებულ საკვებს როგორ ეცვლება სახე და მასზე პატარა ფერადი ლაქები ჩნდება. ამ ექსპერიმენტით სწორედ ამ პატარა ფერად ლაქებს შეისწავლი.

ინგრედიენტები

    ინგრედიენტები

  • სუფთა კონტეინერი სახურავით (დიდი შუშის ქილა ან პლასტმასის კონტეინერი. პლასტმასის კონტეინერის გადაგდება მოგიწევს ექსპერიმენტის ჩატარების შემდეგ, ასე რომ, ჰკითხე უფროსებს)
  • წებოვანი ლენტა
  • წყალი
  • საჭმლის ნარჩენები. შეგიძლია გამოიყენო ნებისმიერი რამ შენი მაცივრიდან: პური, ხილი, ბოსტნეული, ყველი ან ორცხობილა

რას ვაკეთებთ

  • სთხოვე უფროსს, რომ რამდენიმე განსხვავებული საჭმლის პატარა ნაჭერი მოგცეს. თუ დიდი ნაჭერია, დაჭერი პატარებად თუ არა - გამოიყენე მთლიანი. თითოეული შენი ნარჩენი ჩააწე წყალში და ჩადე კონტეინერში. განალაგე ისინი განცალკევებით ისე, რომ არ შექმნა გროვა.

    1
  • ყოველდღე დააკვირდი შენს ტერარიუმში ობს. სავარაუდოდ, პირველი სამი დღის განმავლობაში შენ ვერ დაინახავ დიდ ცვლილებებს. მაგრამ მალე დაიანახავ ყვითელ ან მწვანე ბუსუსებიან ორგანიზმებს შენს საჭმელზე.

    2
  • რამდენიმე დღეში საჭმელზე კიდევ უფრო მეტი ობი ამოვა და ის დაიწყებს ლპობას. შეგიძლია, დააკვირდე ობს ორი კვირის განმავლობაში და ნახო, თუ როგორ იზრდება და ვრცელდება ის საჭმელზე.

    3

აღწერა

რა არის ობი?

ტერარიუმში შეამჩნევდი, რომ საჭმელზე იზრდებოდნენ ხშირბეწვიანი, პატარა ორგანიზმები. ეს არის ობი, სოკოს ერთერთი სახეობა. სოკო, რომელსაც ჩვენ ვჭამთ, ობის ნათესავია, მაგრამ ობი, მცენარე სოკოსგან განსხვავებით, არ იზრდება თესლით. ისინი იზრდებიან სპორებით, ნივთიერებებით, რომლებიც ჰაერში გადაადგილდებიან. როდესაც ეს სპორები საკვებზე აღმოჩნდებიან, ისინი გარდაიქმნებიან ობად.

მცენარეები შეიცავენ ქიმიურ ნივთიერება ქლოროფილს და სწორედ ეს ნივთიერება აძლევს შესაძლებლობას მცენარეებს, შთანთქონ მზის სხივები, გარდაქმნან ის ენერგიად და საკვებად. ობს კი არ აქვს ეს ნივთიერება და, შესაბამისად, ვერ წარმოქმნის თავის საკვებს. ობი, რომელსაც შენს ტერარიუმში ზრდი, იკვებება საკვების ნარჩენებით და სწორედ მათი წყალობით იზრდება. ობი წარმოქმნის ქიმიკატებს, რომლებიც შლიან საჭმელს და ამიტომაც ლპებიან ისინი.   

ობი სახლში შეიძლება ძალიან არასასიამოვნო იყოს, მაგრამ ბუნებისთვის ის ძალიან სასარგებლოა. ის ეხმარება სხვადასხვა საკვების ნარჩენებს, მარტივად დაიშალონ. ეს პროცესი  ნიადაგში აბრუნებს სასარგებლო ნივთიერებებს სხვა ცოცხალი ორგანიზმებისთვის. ობი არის ბუნებრივი გადამამუშავებელი.

რატომ გამოიყურება სხვადასხვა საჭმელზე ობი სხვადასხვანაირად?

ბუნებაში ობის ათასობით სახეობაა გავრცელებული. ლიმონზე მზარდი ობი არის მოლურჯო-მომწვანო ფერის, ხოლო მარწყვის ობი თეთრი ან ნაცრისფერია. პურზე მზარდი ობი თავდაპირველად თეთრი ბუსუსებივით გამოიყურება. თუ კიდევ უფრო მეტ ხანს  დააკვირდები ობს, შეამჩნევ, რომ ეს ფერადი ობები ნელ-ნელა გარდაიქმნებიან შავ წერტილებად და სწორედ ეს შავი წერტილები არიან სპორები, რომლებიც ავრცელებენ ობს.

რატომ არ გაიზარდა ობი ზოგიერთი საჭმელის ნარჩენზე?

 

თუ შენ გამოიყენე ისეთი საკვები, რომელიც შეიცავდა კონსერვანტებს, მაშინ მასზე ობს გაუჭირდებოდა გაზრდა. შემდეგისათვის, თუ კიდევ მოგინდება ტერარიუმის გაკეთება, გამოიყენე ისეთი საკვები, რომელიც შეიცავს კონსერვანტებს მაგ. შეფუთული ნამცხვარი და სახლში გაკეთებული ნამცხვარი. რომელზე უფრო მეტი ობი გაიზარდა? შენ, ასევე, შეგიძლია გამოიყენო ბუნებრივი კონსერვანტები, მაგალითად, მარილი ან ძმარი. თუ ექსპერიმენტს კიდევ გააკეთებ, გაგვაგებინე, რა შედეგს მიიღებ.