მხტუნავი კვერცხი

კატეგორია: ქიმია
გინახავს მხტუნავი კვერცხი, მულტფილმების გარდა? ამ ექსპერიმენტით შენ გაიგებ თუ როგორ მიანიჭო ჩვეულებრივ კვერცხს ხტუნვის თვისება. ეს არ არის ჯადოქრობა, ეს მარტივი მეცნიერებაა.

ინგრედიენტები

    ინგრედიენტები

  • ნახევარი ჭიქა ძმარი
  • ერთი კვერცხი
  • ერთი ჭიქა

რას ვაკეთებთ

  • ჩაასხი ძმარი ჭიქაში და ჩადე მასში კვერცხი.

    1
  • დატოვე ის ჭიქაში დაახლოებით ორი დღე და დააკვირდი როგორ იცვლება.

    2
  • ორი დღის შემდეგ ამოიღე ჭიქიდან. მისი კანი დარბილებული იქნება. შეგიძლია კვერცხი დაბალი სიმაღლიდან დააგდო და დაინახავ, რომ ის ხტუნავს.

    3

გაფრთხილება

რაც არ უნდა მოხდეს არ ჩამოაგდო კვერცხი დიდი სიმაღლიდან. დაიმახსოვრე რომ შიგნიდან ის  თოხლო არის და დიდი ძალით დავარდნას ვერ გაუძლებს.

აღწერა

რატომ დახტის კვერცხი? ეს ყველაფერი ერთი ქიმიური ცვლილების გამო ხდება. ძმარი არის მჟავა და ის რეაქციაში შედის კალციუმის კარბონატთან (CaCO3), რომელიც კვერცხის კანის შემადგენელი ნაწილია. ძმარი კალციუმის კარბონატს (კვერცხის კანს) არბილებს და შლის. ეს არის ქიმიური პროცესი, რომელსაც დეკალციფიკაცია ქვია. სწორედ ამ პროცესის შედეგად შეუძლია შენ კვერცხს იხტუნოს.