მჟავის შემოტევა

კატეგორია: ქიმია
რა არის მჟავური წვიმა და როგორ მოქმედებს ის ჩვენს ბუნებაზე? რა პროცესია ეროზია და რა ცვლილებებს განიცდის დედამიწა ათასწლეულების განმავლობაში? ამ კითხვებზე პასუხს მარტივად იპოვი ამ ექსპერიმენტის ჩატარების შემდეგ.

ინგრედიენტები

    ინგრედიენტები

  • ლიმნის წვენი
  • ძმარი
  • წყალი
  • 3 ცალი თეთრი ცარცი

რას ვაკეთებთ

  • ჩადე ერთი ცარცი ძმრიან ჭიქაში. მიაქციე ყურადღება, რომ ცარცი ¾-ით იყოს მოქცეული სითხეში.

    1
  • მეორე ცარცი ჩადე ლიმნის წვენით სავსე ჭიქაში.

    2
  • მესამე ცარცი კი ჩადე წყალში. მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში დააკვირდი ამ ჭიქებს. შენ მალე შეამჩნევ მათში მიმდინარე ცვლილებებს.

    3

აღწერა

შენ ალბათ შეამჩნევდი, რომ ცარცი ძმრითა და ლიმნის წვენით სავსე ჭიქებში გაიხსნა, მაგრამ წყლიან ჭიქაში მას დიდი ცვლილება არ განუცდია.

ლიმნის წვენი და ძმარი წარმოადგენენ მჟავას. ცარცი კი არის კირქვა, ნივთიერება, რომელიც შეიცავს ქიმიკატ კალციუმის კარბონატს, CaCO3. მჟავები მარტივად რეაგირებენ კირქვასთან და შლიან კალციუმის კარბონატს კალციუმად (Ca)  და კარბონატად (CO3). სწორედ ამ პროცესმა გამოიწვია ჭიქებში ცარცის დაშლა.

მსგავსი პროცესი მიმდინარეობს მჟავური წვიმების დროს. წვიმის დროს ჰაერში არსებული გარკვეული აირები გარდაიქმნებიან მჟავებად  და სწორედ ეს მჟავები იწვევენ დედამიწის რელიეფის ცვლილებას.  მჟავური წვიმები შლიან ქვებისა თუ მიწის შემადგენლობაში არსებულ სხვადასხვა ნივთიერებას და ასე ეცვლებათ მათ სახე. თვითონ მჟავური წვიმა ხშირ შემთხვევაში ბევრად უფრო სუსტია, ვიდრე ძმარმჟავა ან ლიმონმჟავა - მჟავები, რომელთა გამოყენებითაც შენ დღეს ექსერიმენტი ჩაატარე, მაგრამ ხშირი წვიმების გამო, ქვები მაინც იშლება.

როდესაც ჩვენ ვწვავთ ქვანახშირს, რომელიც შეიცავს სულფურის მინარევებს, წვიმაში წარმოიქმნება ძლიერი მჟავა, რომელსაც შეუძლია გაანდგუროს ტყეები და  შენობებსაც კი შეუცვალოს იერსახე.