მფრინავი

კატეგორია: ფიზიკა
ალბათ ხშირად გაგიკეთებია სახლში ქაღალდის თვითმფრინავი, მაგრამ არასოდეს არ გაგიკეთებია ასეთი უცნაური სახის როგორსაც ამ ექსპერიმენტით გააკეთებ. ბევრმა, ერთი შეხედვით, შეიძლება თქვას კიდეც რომ ის საერთოდ ვერ გაფრინდება, სცადე შენით და შეამოწმე ჩვენი მფრინავი.

ინგრედიენტები

    ინგრედიენტები

  • მაკრატელი
  • სახაზავი
  • კალამი ან ფანქარი
  • ჩვეულებრივი ქაღალდი
  • გამჭვირვალე წებოვანი ლენტი
  • პლასტმასის საწრუპი რომელსაც არ აქვს მოსახრელი ნაწილი

რას ვაკეთებთ

  • გამოიყენე სახაზავი და გადაზომე A4 ზომის ჩვეულებრივ ქაღალდზე 3 ცალი 3სმ სიგანის მქონე ნაჭერი ფურცლის გრძელ მხარეს, და გაჭერი ისინი. ერთ ასეთი ფურცლის ნაწილი დაამრგვალე მოკლე მხრიდან და შეკარი ეს ფურცელი რგოლივით.

    1
  • დარჩენილი ორი დაჭრილი ფურცელი კი ისევ მოკლე მხრიდან დადე ერთმანეთზე ისე რომ მხოლოდ ოდნავ ეხებოდნენ ერთმანეთს და დააწებე. შემგდომ ეს დიდი ფურცელი მოხარე ზუსტად ისე როგორც პატარა ფურცლის ნაწილი და დააწებე ისინიც.

    2
  • საწრუპი მოათავსე ამ რგოლებს შორის და მიაწებე ეს საწრუპი შიდა მხრიდან რგოლებს. კარგად დაამაგრე ისინი. შენი მფრინავი უკვე მზადაა. შეგიძლია შენ და შენი მეგობარი შეეჟიბროთ თუ რომელი უკეთ გაფრინდება შენი მფრინავი თუ ჩვეულებრივი ფურცლისგან გაკეთებული თვითმფრინავი.

    3

აღწერა

მართალია ძალიან ბევრი სახის ქაღალდის თვითმფრინავი არსებობს, მაგრამ მათ უმეტესობას  ნამდვილი თვითმფრინავების მსგავსად მხოლოდ ფრთები აქვთ. ეს ფრთები  ეხმარებიან თვითმფრინავებს დარჩნენ ჰაერში. შენი მფრინავი კი საფრენ ძალას იღებს არა ფრთებიდან არამედ იმ ორი რგოლიდან რომელიც მას გაუკეთე. ჩვეულებრივი ფრთები თვითმფრინავს უმატებს ტვირთს და  მას დაბლა ექაჩება, შენი მფრინავის რგოლები პირიქით, ბევრად უფრო უმსუბუქბეს გადაადგილებას და შესაბამისად უკეთ დაფრინავს.