კვერცხი ბოთლში

კატეგორია: ფიზიკა
რატომ ან როგორ შეიძლება ჩასრიალდეს კვერცხი ბოთლში ძალის მოქმედების გარეშე? ამ ექსპერიმენტიდან გაიგებ თუ როგორ შეგიძლია აიძულო მოხარშული კვერცხი თავი ამოყოს ბოთლში.

ინგრედიენტები

    ინგრედიენტები

  • ერთი კარგად მოხარშული კვერცხი
  • შუშის ბოთლი კვერცხთან შედარებით ცოტათი პატარა თავით. (ხილის წვენის ბოთლი)
  • 8სმ - 8სმ-იანი გაზეთის ფურცელი
  • ასანთი

რას ვაკეთებთ

  • მოაცალე ნაჭუჭი კვერცხს. დადე ის ბოთლის თავზე და დარწმუნდი რომ ვერ ეტევა. გაკეცე გაზეთის ფურცელი ისე რომ ჩაეტიოს ბოთლში. დაახლოებით 1სმ-8სმ-ზე.

    1
  • აანთე ასანთი და წაუკიდე ცეცხლი ფურცელს. ჩააგდე ანთებული ფურცელი ბოთლში. სანამ ცეცხლი ჩაქრება დადე კვერცხი უკან ბოთლის ყელზე. რამდენიმე წამში კვერცხი ჩასრიალდება ბოთლში.

    2

გაფრთხილება

შეიძლება კვერცხი ჩასრიალებისას გასკდეს. თუ გინდა რომ კვერცხი არ გაგისკდეს წაუსვი ზეთი ბოთლის ყელს ანდაც გამოიყენე ოდნავ პატარა ზომის კვერცხი.

აღწერა

რატომ ჩასრიალდა კვერცხი ბოთლში? ეს ჰაერის წნევის გამო მოხდა რომელმაც ჩაითრია ის ბოთლში. ცეცხლმოკიდებული ფურცლის ჩაგდებამდე ბოთლში წნევა იყო ზუსტად ისეთი როგორც მის გარეთ. აალებულმა ფურცელმა გაახურა ჰაერი ბოთლში, რამაც ბოთლში ჰაერის გაფართოება გამოიწვია. როდესაც შენ კვერცხი დადე ბოთლის ყელზე, მან დახუფა ბოთლი და ცეცხლი ჩაქრა. ცეცხლის ჩაქრობასთან ერთად ჰაერი გაგრილდა ბოთლში, და მაშინვე დაეცა შიდა წნევა. ასე რომ ბოთლში წნევა საბოლოოდ იმაზე დაბალი აღმოჩნდა ვიდრე გარეთ. გარე წნევა კი დააწვა კვერცხს და აიძულა ჩასრიალებულიყო ბოთლში.

ასე აღმოჩნდა კვერცხი ბოთლში.