კომპასი

კატეგორია: ასტრონომია

საჭიროებს მშობლის მეთვალყურეობას!

კომპასი და რუკა თანამედროვე ტექნოლოგიის განვითარებამდე გარემოში ორიენტირების ძირითადი საშუალება იყო. ამ ექსპერიმენტით შეძლებ მარტივად გააკეთო კომპასი.

ინგრედიენტები

    ინგრედიენტები

  • მეტალის საკერავი ნემსი
  • მაგნიტი (ძლიერი მაგნიტი უკეთესია)
  • ბრტყელტუჩა
  • კორპის საცობი
  • მაკრატელი კორპის საცობის გასაჭრელად
  • ფართო ჭიქა ან ჯამი
  • წყალი

რას ვაკეთებთ

  • გაუხახუნე ნემსი სულ ცოტა 5-ჯერ მაინც შენს მაგნიტს. თუ იყენებ მაცივრის სუსტ მაგნიტს, მაშინ გაუხახუნე ის 15-ჯერ მაინც. მაგნიტი ყოველთვის ერთი მიმართულებით ამოძრავე.

    1
  • მოაჭერი კორპის საცობს ზედა მხარე ისე, რომ დარჩეს დისკოსებრი ნაწილი. ის არ უნდა იყოს არც ძალიან თხელი და არც ძალიან სქელი.

    2
  • დადე საცობი სწორ ზედაპირზე და ფრთხილად, ბრტყელტუჩას დახმარებით, გაუყარე ის კორპის დისკოს. ნემსი ორივე მხარეს თანაბარი სიგრძის უნდა იყოს.

    3
  • აავსე ფართო ჭიქა ან პატარა ჯამი წყლით და მის ცენტრში ჩადე ნემსიანი დისკო. ეცადე, არ შეეხოს კუთხეებს. შენი სახლის კომპასი მზადაა. ახლა შეგიძლია გაიგო, თუ რომელია გეოგრაფიული ჩრდილოეთი და შეამოწმო, სწორად გიჩვენებს თუ არა შენი კომპასი მის მდებარეობას.

    4

გაფრთხილება

თუ ძლიერ მაგნიტს ხმარობ, ფრთხილად იყავი. მოარიდე ის ნებისმიერ ელექტრონულ საშუალებას. დაიხმარე უფროსი კორპის საცობის გაჭრასა და ნემსის ხმარებაში!

აღწერა

მაგნეტიზმის შესახებ ჩვენ ათასობით წლის წინ შევიტყვეთ. მაგნეტიზმი არის მაგნიტების მიზიდვის და განზიდვის მიზეზი. მაგნეტიზმის გამო შეიძლება რაღაც საგანმა ჰაერში ილივლივოს და არ ჩამოვარდეს. მაგნეტიზმი საუკუნეების განმავლობაში იყო ნავიგაციის ძირითადი საშუალება, რითაც მოგზაურები ახალ აღმოჩენილ მიწებზე გზას იკვლევდნენ. შენი გაკეთებული კომპასის თავი ახლა გაჩვენებს ჩრდილოეთის  მიახლოებით მდებარეობაზე, მაგრამ ის შეიძლება არ იყოს ისეთი ზუსტი, როგორც ნამდვილი კომპასები.   

როდესაც შენ გაუხახუნე მაგნიტი ნემსს, ის დაიმუხტა და გახდა დროებითი მაგნიტი. დროებითმა მაგნიტმა კი ეფექტურად იმოქმედა დედამიწის მაგნიტურ ველთან და გადაიხარა მისი მიმართულებით. გარდა ამისა,  ჩვენ მივეცით მას თავისუფლად მოძრაობის საშუალება, როდესაც  წყალში ჩავდეთ. გაჩერებისას მაგნიტი ერთი მიმართულებით ჩრდილოეთს უჩვენებდა, მეორე კი - სამხრეთს.