ჯადოსნური ჭყაპი

კატეგორია: ბიოლოგია
როგორ შეიძლება, ჩვეულებრივი კარტოფილისგან ისეთი ნარევი გააკეთო, რომელიც ერთდროულად სითხეც იქნება და მყარი ნივთიერებაც? ჩაატარე ეს ექსპერიმეტი და გაიგე მეტი ჯადოსნური ჭყაპის შესახებ.

ინგრედიენტები

    ინგრედიენტები

  • კრახმალი
  • 90 მლ (6 სუფრის კოვზი) წყალი
  • ჯამი და კოვზი
  • საწური

რას ვაკეთებთ

  • ჩაყარე სახამებელი ჯამში

    1
  • დაასხი სახამებელს წყალი

    2
  • დააკვირდი, რა მოსდის მას, როდესაც ხელს უჭერ? როდესაც არ მოქმედებ მასზე ძალით? როგორია ეს ნივთიერება, თხევადი თუ მყარი?!

    3

აღწერა

სახამებელი დაილექა და მან წარმოქმნა სუსპენზია. როდესაც ჩვენ ძალას ვატანთ ამ ნარევს, ის არის მყარი ნივთიერება, როდესაც არ ვეხებით - თხევადი. ხელში თამაშის და ძალის მოქმედების შედეგად, ამ სახამებლიდან გამოდის წყლის წვეთები და ის იქცევა მყარ ნივთიერებად. ხოლო როდესაც ხელს ვუშვებთ, ის გარდაიქმნება სითხედ, რადგან გამოდენილ წყალს  უკან იბრუნებს. სწორედ ამიტომ არის სახამებლის და წყლის ნარევი ჯადოსნური, მას შეუძლია იყოს როგორც სითხე, ასევე მყარი ნივთიერება.