ჰოვერკრაფტი

კატეგორია: ინჟინერია
ალბათ გინახავს აპარატები, რომელბიც სხვადასხვა ზედაპირებზე ლივლივებენ. ამ ექსპერიმენტით საკუთარ ჰოვერკრაფტს გააკეთებ, რომელიც ისევე ილივლივებს, როგორც სხვა მაღალტექნოლოგიური აპარატები.

ინგრედიენტები

    ინგრედიენტები

  • ბუშტი
  • დისკი
  • სპორტული წყლის ბოთლის თავსახური
  • წებო (პლასტმასის დასაწებებლად)

რას ვაკეთებთ

  • დააწებე ბოთლის თავსახური და დისკი ერთმანეთს ისე, რომ ხვრელები ემთხვეოდეს ერთმანეთს და მოქცეული იყოს ერთმანეთთან ახლოს

    1
  • დაახურე ბოთლის თავსახური

    2
  • გაბერე ბუშტი და ჩამოაცვი ის დახურულ თავსახურს. რომ არ ჩაგეფუშოს ჩამოცმისას გაბერილი ბუშტის თავი, გაწელე და ისე ჩამოაცვი

    3
  • დადე ის იატაკზე, მეტლახზე ან პარკეტზე და გახსენი თავსახური. შენი ჰოვერკრაფტი არ იმუშავებს, თუ დადებ მას ხალიჩაზე. მალე შეამჩნევ, თუ როგორ ლივლივებს ჰაერში შენი ჰოვერკრაფტი

    4

აღწერა

ბუშტი წარმოქმნის ჰაერის ტალღას დისკსა და იატაკის ზედაპირს შორის. ეს ძალა წევს დისკს, ამცირებს ხახუნს და ნებას აძლევს შენ ჰოვერკრაფტს ილივლივოს თავისუფლად. დიდი ზომის ჰოვერკრაფტებს შეუძლიათ მოიარონ უფრო დიდ ტერიტორიებზე და იფრინონ, როგორც მიწაზე, ასევე, თოვლიან და წყლიან ზედაპირებზეც.