გიგანტური საპნის ბუშტები

კატეგორია: ქიმია
დარწმუნებული ვარ გიოცნებია რომ გაგეშვა გიგანტური საპნის ბუშტები. თან ისეთი რომლებიც მარტივად არ გასკდებოდნენ. ამ ექსპერიმენტით შეგეძლება გააკეთო ძალიან დიდი საპნის ბუშტები, ერთი საიდუმლო ინგრედიენტის გამოყენებით. ეზიარე ბუშტების მეცნიერებას.

ინგრედიენტები

    ინგრედიენტები

  • წყალი
  • ჭურჭლის სარეცხი საშუალება
  • გლიცერინი (შეგიძლია იყიდო აფთიაქში)
  • შაქარი
  • თავსახურიანი კონტეინერი
  • საზომი ჭიქა
  • ერთი ჩაის კოვზი და ერთი სუფრის კოვზი
  • მაკრატელი
  • მეტალის ან პლასმასის დრეკადი მატერიალი

რას ვაკეთებთ

  • ერთ ჭიქა წყალს შეურიე ორი სუფრის კოვზი ჭურჭლის სარეცხი სითხე, ერთი სუფრის კოვზი გლიცერინი და ერთი ჩაის კოვზი შაქარი. რას ფიქრობ რისთვის გამოვიყენეთ ეს ნივთიერებები?

    1
  • კარგად აურიე და ერთი საათით შეინახე თავდახურულ კონტეინერში. როდესაც მზად იქნება ბუშტების გასაბერად ნაზად მოურიე კონტეინერს, რომ ინგრედიენტები კარგად შეერიონ ერთმანეთს.

    2
  • ახლა დროა შენი ბუშტებისთვის გასაშვები ჯოხი გააკეთო. ამისთვის შეგიძლია გამოიყენო მილების საწმენდი ჯოხები. მოხარე ისინი როგორც გინდა და არ დაგავიწყდეს სახელური.

    3
  • ჩაუშვი ბუშტების ჯოხი კონტეინერში, ცოტა ხანი დააცადე, ამოიღე და გაბერე გიგანტური ბუშტები.

    4

აღწერა

როგორ გაიბერა ამხელა ბუშტი?

გლიცერინის და შაქრის დამატებით ბუშტები უფრო მეტ ხანს გაძლებენ. ბუშტები იმიტომ სკდება, რომ წყალი ჩქარა ორთქლდება, მაგრამ გლიცერინი და შაქარი ანელებს აორთქლებას და ბუშტები ამიტომაც ძლებს უფრო მეტხანს.

შეამჩნიე, რომ ჯოხის ფორმის მიუხედავად ბუშტები მაინც სფეროსებრ ფორმას იღებენ? ეს იმიტომ ხდება, რომ სფეროს ფორმა ამცირებს ბუშტის ზედაპირის ფართობს. ეს არის ყველაზე მარტივი ფორმა რომელიც მიიღება ყველაზე ნაკლები ენერგიის დახარჯვით.