გეოდეზიური გუმბათი

კატეგორია: ინჟინერია
შენ შეგიძლია ააგო ძალიან დიდი სტრუქტურა კუბებისგან რომელიც შეიძლება მალე დაიშალოს. ააგო სტრუქტურა სამკუთხა პირამიდისგან მაგრამ მალე გამოგელევა მასალა. ოთხკუთხა პირამიდისგან აშენებულ სტრუქტურას კი შეუძლია იყოს როგორც მყარი, ასევე დიდი. ააგე შენით და ნახე რა იმალება გეოდეზური გუმბათის უკან.

ინგრედიენტები

    ინგრედიენტები

  • პლასტელინი, თიხა ან მარმელადი.
  • კბილის ჩხირების ყუთი

რას ვაკეთებთ

  • აიღე 4 ცალი კბილის ჩხირი და 4 ცალი პატარა პლასტელინის ბურთი ან მარმელადი. დააკავშირე ისინი ერთმანეთთან ისე რომ მიიღო კუბი. (პლასტელინები უნდა იყოს გარშემო კუთხეებში)

    1
  • ჩაარჭე სხვა კბილის ჩხირი ზევიდან თითოეულ პლასტელინს. ამ ახალჩარჭობილ კბილის ჩხირზე გაუკეთე კიდევ პლასტელინი. ესენიც დაუკავშირე ერთმანეთს ისე რომ მიიღო კუბი.

    2
  • გააგრძელე იგივეს კეთება პლასტელინით და კბილის ჩხირებით. მიამატე კუბები პირველი კუბის მხარეებს. როდესაც ის იქნება დაახლოებით 15 სანტიმეტრი სიგრძეში ან სიგანეში შეარხიე. როგორი სტრუქტურა აქვს მას? მყარია თუ მერყევი?

    3

აღწერა

ვაკეთებთ სამკუთხედს და პირამიდას.

  1. დაიწყე 3 პლასტელინის ნაჭრით და სამი კბილის ჩხირით და ააწყვე სამკუთხედი.

  2. ჩაარჭე ახალი ჩხირები სამკუთხედის სამივე კუთხეში. ეს ახალჩარჭობილი ჩხირები მოხარე და მიიტანე ცენტრისკენ და სამივე ჩხირი მიამაგრე ერთმანეთს ერთი პლასტელინით.

  3. გამოიყენე სხვა ჩხირები და პლასტელინი რათა მიამატო სხვა პირამიდები საწყის პირამიდას. დააკვირდი როდესაც ის იქნება დაახლოებით 15 სანტიმეტრი სიგრძეში ან სიგანეში შეარხიე. როგორი სტრუქტურა აქვს მას?  კუბებისგან გაკეთებულ სტრუქტურაზე უფრო მყარია თუ არა?

 

ვაკეთებთ ოთხკუთხა პირამიდას.

როგორც უკვე ნახე, შეგიძლია ააგო ძალიან დიდი სტრუქტურა კუბებისგან, მაგრამ ის საკმაოდ არამდგრადია. სამკუთხა პირამიდისგან სტრუქტურა მართალია მყარია მაგრამ ძალიან დიდი რაოდენობით მასალას საჭიროებს. ოთხკუთხა პირამიდას აქვს კვადრატი ქვევით, ხოლო სამკუთხედი დანარჩენ 4-ივე მხარეს. ასეთ პირამიდას თუ ააწყობ, მიიღებ ბევრად უფრო დიდ სტრუქტურას რომელიც მყარიც იქნება .

 

  1. ჯერ გააკეთე ოთხკუთხედი და ჩაარჭე ჩხირი მის ოთხივე კუთხეში.

  2. მოხარე ოთხივე ჩარჭობილი ჩხირი ისე რომ შეძლო შემდგომ მათი შეერთება ერთი პლასტელინით.

  3. სხვა რა გზები არსებობს რომ ააშენო სტრუქტურა სამკუთხედებისგან და ოთხკუთხედებისგან? რამხელა სტრუქტურას ააშენებ მანამ სანამ შენი მასალა არ გამოგელევა?


 

რა ხდება?

 

მიუხედავად იმისა, რომ შენ მიერ აგებული სტრუქტურები ძირითადად მყარად დგანან, მისი შემადგენელი ნაწილები ყოველთვის ერთმანეთს აწვებიან და დაჭიმულები არიან. როცა სტრუქტურის ერთი ნაწილი აწვება სხვას, მეორე იკუმშება და მცირდება. სწორედ ეს განსაზღვრავს სტრუქტურის მგდრადობას.

ალბათ შეამჩნევდით, რომ კუბებისგან აგებული სტრუქტურა მარტივად დაიშალა დაჭიმულობის შედეგად. მაგრამ თუ  სტრუქტურას სამკუთხედებისგან ააწყობ სიტუაცია იცვლება. ერთადერთი ხერხი რომ კუთხეები შეუცვალო სამკუთხედს არის მისი ერთერთი გვერდის დამოკლებით. თუ გინდა დაშალო სამკუთხედი მაშინ ძალიან უნდა დააწვე, რათა გატეხო მისი ერთერთი გვერდი და ფორმა შეუცვალო მას.