გაუყარე ბუშტს ნემსი

კატეგორია: ბიოლოგია
ალბათ იცი რომ ბუშტს ნემსს თუ გაუყრი ის გასკდება. ამ ექსპერიმენტით კი დღეს შენ გაიგებ თუ როგორ უნდა გაუყარო ბუშტს ნემსი ისე რომ ის არ გასკდეს.

ინგრედიენტები

    ინგრედიენტები

  • ბუშტები
  • გრძელი ხის ან მეტალის ნემსი (შამფური)
  • ვაზელინი ან ზეთი
  • ნემსი
  • წებოვანი ლენტი

რას ვაკეთებთ

  • გაბერე ბუშტი - ზედმეტად არა - და კარგად შეკარი.

    1
  • ჩააწე ნემსი ვაზელინში ან ზეთში და მთელ სიგრძეზე წაუსვი კარგად.

    2
  • ფრთხილად გაუყარე ნემსი ან შამფური ბუშტის ბოლოში კვანძის მხარეს და ნელი ტრიალით შეუყარე ის და გამოიყვანე ის მეორე ბოლოდან. რატომ არ გასკდა ბუშტი? ახლა ცადე ნემსი გვერდში გაუყარო ბუშტს. რა მოხდა? გასკდა ბუშტი?

    3

აღწერა

ბუშტის რეზინი შედგება ბევრი სხვადასხვა სიგრძის მოლეკულისგან რომლებიც დაკავშირებულია ერთმანეთთან. ამ გრძელ მოლეკულებს პოლიმერები ეწოდებათ და როდესაც პოლიმერები ქიმიურად უკავშირდებიან ერთმანეთს  ისინი წარმოქმნიან ჯვარედინ კავშირს. ეს კავშირი აძლევს საშუალებას ბუშტს გაიწელოს და შეიკუმშოს. როდესაც დაჭიმულობა ბუშტის რეზინის ძალიან დიდია ეს იწვევს პოლიმერის გახლეჩვას და ამიტომ სკდება ბუშტი.

თავსა და ბოლოში მოქცეული რეზინი არის ნაკლებად გაწელილი ვიდრე ბურთის ცენტრთან მოქცეული რეზინის ნაწილი. ეს აძლევს საშუალებას ნემსს შევიდეს ბუშტში ისე რომ გაწყვიტოს პოლიმერული ჯაჭვის მხოლოდ მცირე ნაწილი. ბუშტი არ სკდება რადგანაც საკმარისი პოლიმერული ჯაჭვებია დარჩენილი იმისთვის რომ ბუშტი არ გასკდეს.

როდესაც შენ გვერდში შეურჭე ნემსი ბუშტს მაშინ ისედაც ცოტა პოლიმერული ჯაჭვიც გაიშალა, დაჭიმულობა მათზე გაიზარდა და ამიტომაც გასკდა გვერდიდან შერჭობილი ნემსით შენი ბუშტი.