ფერადი ყვავილები

კატეგორია: ბიოლოგია
გიფიქრია სად მიდის წყალი, რომელსაც მცენარეები ისრუტავენ? ამ ექსპერიმენტით შეიტყობ, თუ როგორ მოძრაობს წყალი თითოეულ მცენარეში და როგორ მუშაობს მათი ფესვები და ღერო.

ინგრედიენტები

    ინგრედიენტები

  • წყალი
  • ჭიქა
  • ლარნაკი
  • წითელი ან ყვითელი საკვების საღებავი ან წითელი კომბოსტოს წვენი
  • ჩაის კოვზი
  • რამდენიმე თეთრი მიხაკი
  • დანა

რას ვაკეთებთ

  • ერთი-ორი ჭიქა წყალი ჩაასხი ლარნაკში. დაამატე ერთი ჩაის კოვზი საკვების საღებავი (ან წითელი კომბოსტოს წვენი) წყლიან ლარნაკში. მოურიე, რომ კარგად გაიხსნას საღებავი წყალში

    1
  • უფროსის დახმარებით მიხაკის ძირები გადაჭერი დანით

    2
  • ჩადეთ მიხაკები წყალში და დააკვირდით მათ 3 დღის განმავლობაში. ისინი ნელ-ნელა შეიცვლიან ფერს

    3

აღწერა

ალბათ შეამჩნევდი, რომ თითქმის ყველა მცენარე თუ ყვავილი წყალს ფესვებით იმარაგებს. წყალი ფესვებიდან გადადის ღეროში და საბოლოოდ მიდის მცენარის ყვავილამდე უკვე საკვებად გადაქცეული. როდესაც ყვავილს ვჭრით, მას უკვე აღარ აქვს ფესვები მაგრამ მცენარის ღერო მაინც იწოვს წყალს და წარმოქმნის საკვებს ფოთლებისა და ყვავილებისთვის.

ეს ექსპერიმენტი არანაირად არ აზიანებს თვითონ მცენარეს, ის უბრალოდ გვაძლევს საშუალებას დავაკვირდეთ წყლის მოძრაობას ღეროდან ყვავილამდე. ეს კი თავის მხრივ გვაჩვენებს, თუ როგორი მარტივია მცენარეში დამაბინძურებელი მოხვდეს და დარჩეს. ის მოახდენს გავლენას მცენარის ზრდასა და განვითარებაზე, შესაბამისად, ჩვენზეც, რადგან ჩვენ მცენარეებს საკვებად ვიყენებთ და ამ მცენარეებში შემავალი საშიში ნივთიერებები საბოლოოდ ჩვენ ორგანიზმში აღმოჩნდებიან,