ფერადი მაისური შენი დიზაინით

კატეგორია: ქიმია
გახდი მეცნიერ-დიზაინერი. ამ ექსპერიმენტში ჩვენ განახებთ, თუ როგორ შეგიძლია გააკეთო ხელოვნების ნიმუშები მაისურებზე უბრალო მარკერების გამოყენებით.

ინგრედიენტები

    ინგრედიენტები

  • რეზინა
  • პლასტმასის ორი ჭიქა
  • სხვადასხვა ფერის მუდმივი მარკერები (permanent რომელსაც აწერია)
  • წყალი
  • სპირტი (სასურველია 70%-იანი)
  • პიპეტი
  • თეთრი მაისური, რომლსაც შეღებავ
  • გაზეთი (რომ არ დასვარო სამუშაო ადგილი)
  • თმის ფენი (არ არის აუცილებელი)

რას ვაკეთებთ

  • გაშალე შენი მაისური სამუშაო ადგილას. აირჩიე ადგილი რომლის გაფერადებაც გინდა და ის ადგილი გადაჭიმე ჭიქაზე. შემოახვიე ჭიქას და მაიკას ერთად რეზინი, რომ მაისური კარგად დაფიქსირდეს. გააკეთე მსგავსი რამ ყველა იმ ადგილზე, სადაც მაისურის გაფერადება გინდა.

    1
  • გამოიყენე მუდმივი მარკერები და დახატე ფერადი ლამაზი ნახატები იმ ადგილას, სადაც გადაჭიმე მაისური ჭიქაზე. გამოიყენე პიპეტი და წვეთობით დაასხი შენი ნახატის ცენტრზე წყალი. კარგად დაასველე ნახატის ადგილი

    2
  • გამოიყენე ისევ პიპეტი და რამდენიმე წვეთი სპირტი დააწვეთე შენი ნახატის ცენტრში. ნელ-ნელა ამატე წვეთები ისე, რომ ნახატი კარგად დასველდეს.

    3
  • შეგიძლია ახლა გააშრო მაისური ფენით ან უბრალოდ დაელოდო სანამ თავისით გაშრება და მაისური მზადაა. თუ გინდა, რომ უფრო მეტი დახატო, გაიმეორე ეს პროცედურები თავიდან მაისურის სხვა ნაწილებზე.

    4

აღწერა

ალბათ შეგიმჩნევია, როდესაც წყალი ხვდება მელანს ქაღალდზე, მელანი იხსნება და მიყვება წყლის დინებას. სწორედ ეს ხსნადობა, ნივთიერების მნიშვნელოვანი თვისება, განაპირობებს ამ ექსპერიმენტში შენი მაისურის სხვადასხვა ფრად შეღებვას. მუდმივი მარკერის საღებავი იხსნება სპირტში და მიჰყვება მის მოძრაობას, ამ პროცესმა განაპირობა ფერების გაშლა დიდ სივრცეზე და შენი მაისურის შეღებვა.