ელექტროობის გამტარობა

კატეგორია: ინჟინერია

საჭიროებს მშობლის მეთვალყურეობას!

გინდა გაიგო როგორ შეიძლება აანთო ფანარი ისე რომ ელექტროენერგია შენი სხეულით გადაეცეს? გაინტერესებს რომელი ნივთიერებები ატარებენ ელექტროენერგიას? მაშინ ეს ექსპერიმენტი შენთვისაა. ცოტა ჩხირკედელაობით შენ შეძლებ გაიგო მეტი ელექტროენერგიასა და შენი სხეულის შესაძლებლობებზე.

ინგრედიენტები

    ინგრედიენტები

  • მომუშავე ფანარი, რომლის დაშლაც შეგიძლია
  • ბატარეები შენი ფანრისთვის
  • 3 ცალი სადენი (უფრო მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ პროცედურა)
  • სახაზავი
  • იზოლენტა
  • მაკრატელი ან დანა
  • მეტალის და არამეტალის მატერიალები, რომლებიც შეიძლება დატესტო შენს წრედში.

რას ვაკეთებთ

  • ამ ექსპერიმენტის ჩასატარებლად დაგჭირდება სადენი. ის შეგიძლია აიღო ძველი მობილური ტელეფონის დამტენისგან, ყურსასმენისგან ან სხვა ნებისმიერი მსგავსი მოწყობილობისგან. აღებული სადენი უნდა დაჭრა მინიმუმ 10 სმ სიგრძის 3 ნაწილად. დაიხმარე უფროსი რათა მოაცალო დაახლოებით 1სმ იზოლატორი, რომელიც შემოხვეული ექნება სადენს და გამოაჩინო მის შიგნით მოქცეული მეტალი.

    1
  • დაშალე ფანარი. მოაცილე ბატარეები. მოაცილე მას ჩამრთველ-გამომრთველი ნაწილი და დატოვე მხოლოდ ფანრის ის ნაწილი რომელშიც მოთავსებულია ნათურა. ახლა შენ უნდა ეცადო იპოვო წრედი. ხშირ შემთხვევაში ფანრებში წრედი გადის ბატარეის მოსათავსებელი ადგილიდან ჩამრთველ-გამომრთველის ნაწილის გავლით

    2
  • შენი პირველი დავალებაა გამოიყენო ორი სადენი და დაუკავშირო ბატარეის მოსათავსებელი ნაწილი ნათურას.ბატარეის მოსათავსებელ ნაწილს ბოლოებში (+) და (-) ნიშნები ექნება. გამოიყენე იზოლენტა და დაამაგრე ერთი სადენი (+) ნაწილზე ხოლო მეორე კი (-)-ით მონიშნულ ნაწილს დაუკავშირე. მიაქციე ყურადღება, ისინი კარგად იყვნენ ერთმანეთთან დაკავშირებულები. თუ შენი სანათურში ბატარეები სრიალდება კორპუსში და მას არ აქვს სპეციალური განყოფილება სადაც იდება, მაშინ უნდა ეცადო მისი ბოლოები ერთმანეთს რეზინით დაუკავშირო .

    3
  • ახლა უნდა იპოვო ფანრის ნათურაზე ბუდე რომელსაც მიუერთებ ამ ორ სადენს. ამ შემთხვევაშიც დარწმუნდი რომ კარგად არის მიერთებული ერთმანეთთან. ზოგიერთ ფანარს აქვს მეტალის კორპუსი და თუ შენიც ასეთია, მაშინ ერთი სადენი უნდა მიუერთო ამ მეტალის ბუდეს. თუ კარგად გააკეთე კონტაქტები, მაშინ ნათურა უნდა აინთოს. თუ არ აინთო, გადაამოწმე კონტაქტები, დარწმუნდი რომ ბატარეა მუშაობს და ნათურა არ არის გადამწვარი. ასევე თუ შენ გაქვს LED ფანარი ის ინთება მხოლოდ მაშინ როდესაც დადებითი ნაწილები ერთ მხარეს იქნებიან მოქცეულნი ამიტომ შეეცადე გადააერთო ისინი. შენ ახლა უკვე უნდა გქონდეს მომუშავე წრედი რომელიც ანათებს ნათურას. ზუსტად ასე მუშაობს შენი ფანარი. ახლა კი დროა გამოვცადოთ სხვდასხვა საგანი და ვნახოთ გაატარებენ ისინი ელექტროობას და აანთებენ თუ არა ნათურას.

    4
  • გახსენი წრედი ანუ მოაცილე ერთ ბოლოში მიერთებული სადენი ბატარეის მოსათავსებელ ადგილს. შენი ნათურა უნდა ჩამქრალიყო. შენი მესამე სადენი მიუერთე ბატარეის იმ ნაწილს რომელიც ეს ესაა გამოაძრე. დარწმუნდი რომ კარგად არის მიერთებული. ახლა შენ გაქ ღია წრედი, სამი სადენით რომელთაგან ორი არ არის მიერთებული არაფერთან. მოკიდე ამ ბოლოებს ხელი ერთდროულად და შენი ნათურა აინთება. შეგიძლია ცადო იგივე სხვადასხვა მეტალის ნივთზე მაგალითად ხურდებზე, ფურცლის სამაგრზე, ალუმინის ფოლგაზე. თუ შენი ნათურა ინთება რას ნიშნავს ეს, შენ მიერ აღებული ნივთი გამტარია თუ იზოლატორი?

    5
  • რა ხდება როდესაც შენ ახებ ამ ორ მავთულს არამეტალს, მაგალითად ხეს, პლასტმასას ან რეზინს? ირთვება შენი ნათურა?რას ნიშნავს ეს? შეგიძლია იპოვო სახლში რაიმე არამეტალი მაგრამ გამტარი ნივთიერება? ცადე გრაფიტი რომელიც შენ ფანქარშია მოთავსებული.

    6

გაფრთხილება

ჩამრთველებში გამავალი ელექტროობა არის სიცოცლისთვის საშიში. არასოდეს გადაჭრათ ან გახსნათ ის მოწყობილობა რომელიც შეერთებულია ჩამრთველში.

აღწერა

შენ ალბათ ხშირად გესმის სიტყვა ელექტროობა მაგრამ რას ნიშნავს ის? ყოველდღიურ ცხოვრებაში ელექტროობა ნიშნავს დამუხტულ ნაწილაკებს (ელექტრონებს), რომლებიც მოძრაობენ მეტალის კაბელებში. სწორედ ამ მოძრაობას ეწოდება დენი. მეტალები ზოგადად არიან ძალიან კარგი გამტარები, რაც ნიშნავს იმას რომ ისინი ატარებენ დენს მარტივად. ის ნივთიერებებს რომლებიც არ ატარებენ კარგად დენს ეწოდებათ იზოლატორები. ასეთებია ხე და პლასტმასა. შენ ამას შეამჩნევდი თუ ოდესმე შეგიერთებია რამე ჩამრთველში. კბილები ჩამრთველზე არის მეტალის მაგრამ ის გარშემორტყმულია პლასტმასით რათა იზოლაცია გაუკეთოს დენს და არ დაგარტყას.

 

ელექტროობამ რომ იმოძრაოს აუცილებელია შეკრული მარყუჟი, ანუ წრედი. სწორედ წრედის შესაკვრელად აქვს ბატარეებს ორი ბოლო და დამტენებს ორი კბილანა. ორივე ნაწილი უერთდება წრედს და კრავს მას რაც შემდგომ ატარებს მასში დენს. თუ ეს მარყუჟი გაიხსნება მაშინ მასში ვეღარ გაივლის დენი.

 

ამ ექსპერიმენტში შენ შექმენი შენით მარტივი წრედი ფანრის დაშლით. დღეს შენ გამოიყენე სხვადასხვა ნივთი სახლში და დატესტე ის გამტარობაზე. მეტალის ნივთებმა ალბათ აგინთეს ნათურა მაგრამ ზოგიერთი არამეტალის ნივთის გარდა ალბათ ვერც ერთმა ვერ გაატარა დენი. შესაბამისად ისინი გახდნენ არა გამტარები არამედ იზოლატორები. შენ აღმოაჩენდი რომ შენი სხეულიც არის გამტარი რადგან წრედის შეკვრისას შენმა სხეულმა გაატარა დენი და აგინთო ნათურა.