დამუხტული ბუშტის ძალა

კატეგორია: ფიზიკა
იცოდი რომ შენ ძალიან მარტივად შეგიძლია შესძინო ჩვეულებრივ ბუშტს ძალა, რომ მიიზიდოს თუნუქის ქილა, მიეკროს ჭერს და გადაღუნოს წყალი. ამ ექსპერიმენტით გაიგებ თუ რა ხდება ამ ყველაფრის უკან. ეს ყველაფერი მაგიაა თუ მეცნიერება?

ინგრედიენტები

    ინგრედიენტები

  • ცარიელი თუნუქის ქილა (კოკა-კოლის)
  • გაბერილი ბუშტი
  • შენი თმა

რას ვაკეთებთ

  • დადე ქილა გვერდულად მაგიდაზე ან იატაკზე, (ადგილზე რომელიც არის მოსწორებული და გლუვი). გააჩერე თითით ისე რომ არ დაგორდეს. გაიხახუნე ბუშტი ძალიან ჩქარა თავზე.

    1
  • მიუახლოვე ბუშტი ქილას. ქილა დაიწყებს მოძრაობას მიუხედავად იმისა, რომ შენ არ ეხები.

    2
  • დაიწყე ბუშტის მოძრაობა მაგიდის ზედაპირის გასწვრივ და ქილა გაყვება მას. სხვა მიმართულებით მოაბრუნე შენი ბუშტი და ქილა ისევ მას გამოყვება.

    3
  • დააკვირდი: რა სიჩქარით მიგორავს ქილა? რა მანძილს გაივლის ის გაჩერებამდე? ავა თუ არა ის აღმართზე?

    4

აღწერა

რატომ გაყვა ქილა ბუშტს? როდესაც ბუშტი თავზე გაიხახუნე, შენ ბუშტზე დააგროვე ბევრი ელექტრონი და ამ უარყოფითად დამუხტულმა ელექტრონებმა მიიზიდეს დადებითად დამუხტული პროტონები ქილიდან. სწორედ ამიტომ მიეკრა ბუშტი ჭერს, გადაღუნა წყალი და გაგიკეთა სასაცილო ვარცხნილობა. მისმა უარყოფითად დამუხტულმა მილიონობით ელექტრონმა მიიზიდა სხვა პატარა ნაწილაკი პროტონები.