ცეცხლგამძლე ბუშტი

კატეგორია: ფიზიკა

საჭიროებს მშობლის მეთვალყურეობას!

გაინტერესებს როგორ შეიძლება შენმა ბუშტმა გაუძლოს ცეცხლს და არ გასკდეს? მაშინ ეს ექსპერიმენტი შენთვისაა, გაიგე მეტი ბუშტების მეცნიერებაზე.

ინგრედიენტები

    ინგრედიენტები

  • ორი ბუშტი
  • ასანთი
  • წყალი

რას ვაკეთებთ

  • გაბერე ბუშტი და შეკარი კარგად. მეორე ბუშტი კი გაავსე დაახლოებით ¼ ჭიქა წყლით, გაბერე და კარგად შეკარი.

    1
  • აანთე ასანთი და შეახე ალი პირველ ბუშტს. რა მოხდა? ბუშტი მაშინვე გასკდა.

    2
  • კვლავ აანთე ასანთი და შეუშვირე ის მეორე ბუშტს იმ მხარეს სადაც წყალი არის მოქცეული. რა მოუვიდა ამ ბუშტს? ბუშტი არ გასკდა. შენ შეიძლება ასანთთან ჭვარტლიც დაინახე.

    3

გაფრთხილება

იყავით ფრთხილად როდესაც ანთებ ასანთს, რათა თავიდან აიცილოთ დამწვრობა ან შემთხვევითი ხანძარი.

აღწერა

რატომ გასკდა უწყლო ბუშტი ალში? ალი ზოგადად ათბობს ყველაფერს მის გარშემო და შესაბამისად მან გააცხელა ორივე ბუშტის რეზინი. უწყლო ბუშტი იმდენად ცხელდება რომ ის ვეღარ უძლებს მის შიგნით წარმოქმნილ ჰაერის წნევას.

როგორ გადარჩა გასკდომას წყლიანი ბუშტი?

როდესაც ბუშტში წყალს ასხამ ცეცხლის სითბოს უმეტეს ნაწილს სწორედ ის ისრუტავს. ასე რომ ამ ბუშტის რეზინი იმდენად ძლიერად აღარ ხურდება. შესაბამისად მასზე არ მოქმედებს იმდენი წნევა, აღარ სუსტდება და აღარც სკდება.

გაიგე მეტი!!!

წყალი ძალიან კარგად შთანთქავს სითბოს. ძალიან ბევრი სითბოა საჭირო რათა შეიცვალოს წყლის ტემპერატურა. 10-ჯერ უფრო მეტი სითბოა საჭირო ერთი გრამი წყლის ტემპერატურის აწევისათვის 1 გრადუსით ვიდრე 1 გრამი  რკინის იმავე რაოდენობის ტემპერატურით მომატებისთვის. სწორედ ამიტომ მიაქვს ამდენი დრო ჩაისთვის წყლის ადუღებას. როდესაც წყალი გრილდება ის ძალიან დიდი რაოდენობის სითბოს კარგავს. სწორედ ამიტომაა რომ ოკეანესთან მდებარე ტერიტორიებზე ზამთრობით ისე ძალიან არ ცივა როგორც იმავე განედში მოქცეულ ოკეანისგან მოშორებულ ტერიტორიებზე.