ჩაძირე კოლა

კატეგორია: ფიზიკა
ცხელ ზაფხულში პიკნიკზე ყოფნისას, თან წაღებული გაზიანი სასმელების წყლიან კონტეინერში დატოვებისას, შეამჩნევდი, რომ ზოგიერთი მათგანი მარტივად იძირება, ხოლო დანარჩენი წყალზე ტივტივებს. რატომ ხდება ასე? ამ კითხვაზე ექსპერიმენტი გაგცემს პასუხს.

ინგრედიენტები

    ინგრედიენტები

  • რამდენიმე გაუხსნელი გაზიანი სასმელი, თუნუქის ქილაში
  • რამდენიმე სახეობის გაუხსნელი დიეტური კოლას ქილა
  • დიდი კონტეინერი ან აკვარიუმი.

რას ვაკეთებთ

  • გაავსე აკვარიუმი ან კონტეინერი ბოლომდე წყლით. ჩადე ჩვეულებრივი კოკა-კოლას ქილა წყალში. რას შვრება ის, იძირება თუ ტივტივებს?

    1
  • ახლა დიეტური კოლა ჩადე წყალში. რას ამჩნევ? ჩაიძირა თუ ტივტივებს ის? რატომ იძირება ერთი ქილა ხოლო მეორე კი ტივტივებს?

    2

აღწერა

კოლის ქილებს აქვთ ზუსტად ერთნაირი მოცულობა  და ზომა, მაგრამ ისინი განსხვავდებიან იმ ნივთიერებების სიმკვრივით, რომელიც მოთვასებულია მათში. ჩვეულებრივი გაზიანი სასმელი შეიცავს ძალიან ბევრ შაქარს. დიეტური სასმელი კი ხშირ შემთცვევაში შეიცავს შაქრის შემცვლელს ასპარტამს. მისი ძალიან მცირე რაოდენობაც შეიძლება იყოს შაქრის დიდ რაოდენობაზე ბევრად უფრო ტკბილი. სწორედ გახსნილი სიტკბოს მიმცემი ნივთიერებების რაოდენობა იძლევა განსხვავებას სიმკვრივეში. ჩვეულებრივი კოლა ბევრად უფრო მკვრივია, ვიდრე დიეტური სახეობა და ამიტომაც ის იძირება, მაშინ, როდესაც დიეტური სასმელი კვლავ ტივტივებს წყალზე.